ნაძალადევის რაიონში კიდევ ერთი ახალი ბაგა-ბაღი გაიხსნება

ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის #4 ში, 56-ე ბაგა-ბაღის ტერიტორიაზე, ახალი ბაღის მშენებლობა დაიწყო.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, თბილისის მერთან, დავით ნარმანიასთან, პარლამენტის წევრთან, მიხეილ ყაველაშვილთან, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსთან, თემურ თორდინავასთან და ნაძალადევის რაიონის გამგებელთან, ირაკლი ხელაძესთან ერთად, მშენებლობას საფუძველი ჩაუყარა და შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადო.
ახალი 8-ჯგუფიანი საბავშვო ბაღი 2018 წლის პირველ ნახევარში გაიხსნება და ის 300-მდე აღსაზრდელს მოემსახურება. ასევე იგეგმება 60-მდე ადამიანის დასაქმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები