„იმდენ დირექტორს გავათავისუფლებ, რამდენიც გადაწყვეტს, რომ ბავშვის ჯანმრთელობაზე ენერგიის, ან რესურსების ეკონომია შეიძლება“

„რამდენიც გადაწყვეტს, რომ ბავშვის ჯანმრთელობაზე შეიძლება ენერგიის ან რესურსების ეკონომია, იმდენ დირექტორს გავათავისუფლებ, რამდენიც საჭირო იქნება. მადლობა ღმერთს, რომ ბევრმა დირექტორმა ძალიან სერიოზულად მიიღო ეს საკითხი“,-ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ დღეს გამართული პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საპირფარეშოების თემა არასდროს დამთავრდება, სანამ ყველა დირექტორი არ მიეჩვევა, რომ ეს არის პირველი პრიორიტეტი.

“მეკითხებიან, თუ გავათავისუფლებ დირექტორებს თანამდებობიდან ამ მიზეზით. დიახ, გავათავისუფლებ. რამდენიც გადაწყვეტს, რომ ბავშვის ჯანმრთელობაზე შეიძლება ენერგიის, ან რესურსების ეკონომია, იმდენ დირექტორს გავათავისუფლებ, რამდენიც საჭირო იქნება. მადლობა ღმერთს, რომ ბევრმა დირექტორმა ძალიან სერიოზულად მიიღო ეს საკითხი. ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები გვაქვს, თუმცა ჯერ შორს ვართ იმ სტანდარტებისგან, რაც გვჭირდება. საპირფარეშოების თემა არასდროს დამთავრდება, სანამ ყველა დირექტორი არ მიეჩვევა, რომ ეს არის პირველი პრიორიტეტი“,-განაცხადა ჯეჯელავამ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები