ალექსანდრე ჯეჯელავა: თუ პედაგოგები კონკრეტული მიზნის შემცველ გასვლით გაკვეთილებს ჩაატარებენ, მათ ანაზღაურებას გადავუხდით

„ჩვენ ვთავაზობთ პედაგოგებს, რომ თუ ისინი შინაარსიან, კონკრეტული მიზნის შემცველ გასვლით გაკვეთილებს ჩაატარებენ, მათ ანაზღაურებას გადავუხდით“,- ამის შესახებ განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ ახალ საექსკურსიო პროგრამაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ისეთი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების კატალოგი შემუშავდება, რომლებიც შეძლებენ მოსწავლეების მიღებას.

“ესაა მუზეუმები, სხვადასხვა რეგიონები, დაწესებულებები. უკვე წლევანდელ სასწავლო წელს ჩატარდება ახალი ტიპის ექსკურსიები, სადაც შემეცნებით კომპონენტებზე იქნება უფრო აქცენტი. ჩვენ მივიღებთ განათლებულ ბავშვს, პედაგოგების ანაზღაურებას და დაწესებულებების დატვირთვას”,-განაცხადა ჯეჯელავამ.

მისივე თქმით, ასეთი წელიწადში დაახლოებით 3-4 გასვლითი ექსკურსია მოეწყობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები