„თბილისის იმ სკოლებში, სადაც 1000-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს, კვირაში ერთხელ დარიგდება ვაშლები“

„თბილისის იმ სკოლებში, სადაც 1000-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს, კვირაში ერთხელ დარიგდება ვაშლები“,-ამის შესახებ  განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პროექტის მიზანია, შესვენებაზე ბავშვებმა შეჭამონ ვაშლი.

“ამ პროექტის მიზანია, რომ შესვენებაზე ბავშვებმა შეჭამონ ვაშლი. სულ ასეთი თბილისში დაახლოებით 40 000-დან 60 000-მდე მოსწავლეა. ასევე, ვაპირებთ კამპანიის დაწყებას, რომ მშობლებმა სკოლაში ბავშვებს გამოატანონ ვაშლი”, – განაცხადა ჯეჯელავამ.

მისი თქმით, ტენდერი, თუ ვინ მოამარაგებს სკოლებს ვაშლით, ჯერ არ გამოცხადებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები