„მე-10, მე-11 და მე-12 ის კლასებია, რომლებიც მაქსიმალურად სწავლაზე უნდა იყოს ორიენტირებული“

„მიმდინარეობს მუშაობა, რომ მე-7-8-9 კლასებში პროგრამა მნიშვნელოვნად განიტვირთოს და ნაკლები საკითხი იყოს პროგრამაში შესული“,-ამის შესახებ განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ დღეს, ახალი პროგრამის – “ჩვენი სკოლა 2020”-ის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ კლასებში მოსწავლეები გარდატეხის ასაკში არიან და მთელ მსოფლიოში აქცენტი უნარებზე, ჯანსაღ ცხოვრებასა და სპორტზეა გადატანილი.

“ჩვენთან ამ კლასებში  დატვირთულია პროგრამა,  მსოფლიოში არსად ასე არ არის. ის საკითხები კი, რომლებიც ამ კლასებში უნდა ისწავლებოდეს, გადავა ზედა კლასებში. მე-10-11-12 არის ის კლასები, რომლებიც მაქსიმალურად სწავლაზე უნდა იყოს ორიენტირებული”,-განაცხადა ჯეჯელავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები