ალექსანდრე ჯეჯელავა: პირველიდან მეექვსე კლასამდე სახელმძღვანელოები წელს არ შეიცვლება

განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა განათლების სამინისტროს პროექტ „ჩვენი სკოლა 2020“-ის პრეზენტაციაზე სახელმძღვანელოების შეცვლის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ წელს პირველიდან მეექვსე კლასამდე სახელმძღვანელოები არ შეიცვლება, რათა პედაგოგებს ჰქონდეთ უფრო მეტი დრო, გაეცნონ ახალ სახელმძღვანელოებს.

მისივე თქმით, სექტემბერში უკვე იქნება ახალი სახელმძღვანელოების ელექტრონული ვერსია და სპეციალისტებს საშუალება ექნებათ, სიახლეებს გაეცნონ.

„გეგმაში გვქონდა, რომ პირველიდან მეექვსე კლასამდე სახელმძღვანელოები შეგვეცვალა, მაგრამ ამ გეგმამ ერთი წლით გადაიწია. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ პედაგოგებს ჰქონდეთ უფრო მეტი დრო, რათა გაეცნონ  ახალ სახელმძღვანელოებს.

საბედნიეროდ, შედგა ჩვენი თანამშრომლობა და ბევრი გამომცემელი მუშაობს სახელმძღვანელოზე.  სექტემბერში გვექნება ახალი სახელმძღვანელოების ელექტრონული ვერსიები, რაც იმას ნიშნავს, რომ სპეციალისტებს ექნებათ დრო, გაეცნონ ამ სიახლეებს. თუ რამე შენიშვნები ექნებათ, შემდეგ ჩვენ და გამომცემლებს გვექნება შესაძლებლობა, შევიტანოთ ცვლილებები“,- აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები