ალექსანდრე ჯეჯელავა: ვმუშაობთ სკოლებში ახალბედა, დამწყები პედაგოგების შესვლის გეგმაზე

“ვმუშაობთ სკოლებში ახალბედა, დამწყები პედაგოგების შესვლის გეგმაზე, განსაკუთრებით სოფლის სკოლებში“,-ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სამინისტრო დამწყები პედაგოგების დასაქმების პროგრამაზე მუშაობს.
მინისტრის განმარტებით, ახალბედა პედაგოგები გამოცდილ პედაგოგებთან ერთად ჩაატარებენ გაკვეთილებს. “ვმუშაობთ სკოლებში ახალბედა, დამწყები პედაგოგების შესვლის გეგმაზე, განსაკუთრებით სოფლის სკოლებში.
თუ სოფლის სკოლას ჰქონდა მათემატიკაში 10 საათი, ჩვენ დავამატებთ დროს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალბედა დამწყები პედაგოგები გამოცდილ პედაგოგებთან ერთად ჩაატარებენ გაკვეთილებს“,-აღნიშნა ჯეჯელავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები