„SOS, SOS“ – ლადო სადღობელაშვილი მიმართვას ავრცელებს

ორგანიზაცია “თავისუფალი თაობის“ დამფუძნებელი და “ქართველთა მარშის” ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში გიორგი ონიანის ადვოკატის, ცირა ჯავახიშვილის ღია წერილს აქვეყნებს. „SOS, SOS! ეს გახლავთ გიორგი ონიანის ადვოკატის, ცირა ჯავახიშვილის ღია წერილი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს! – პროკურატურის ახლი მეთოდი უკანონო პატიმრობის მოსაპოვებლად! 2017 წლის 02 აგვისტოს რუსთავის რაიონულმა პროკურატურამ, 11:31 საათზე, რუსთავის საქალაქო სასამართლოში აღძრა შუამდგომლობა ბრალდებულ გიორგი ონიანის მიმათ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს 3000 ლარის შეფარდების მოთხოვნით. სასამართლო პროცესი ჩაინიშნა იმავე დღეს, 14:00 საათზე. იმისათვის, რომ პროკურატურას გიორგი ონიანისთვის შეეფარდებინა პატიმრობა, პროკურატურამ ახალი გაყალბების ხერხი გამოიყენა:
1. შეადგინა და საქმეში ჩადო ოქმი, მასზედ, რომ გიორგი ონიანს უკავშირდებოდნენ მობილური ტელეფონის ნომერზე, რომელსაც არ იღებდა. სინამდვილეში ბრალდების მხარეს სხვა ტელეფონის ნომერი ჰქონდა ოქმში დაფიქსირებული და არა ის, რომელზეც მანამდე უკავშირდებოდნენ.
2. სასამართლო უწყების ჩასაბარებლად პროკურატურის ორგანოებმა კურიერი გააგზავნეს სხვა მისამართზე და არ იქ, სადაც გიორგი ონიანი ცხოვრობდა, რაც ასევე დაფიქსირდა სათანადოდ შედგენილ ოქმში. სინამდვილეში გიორგი ონიანი იმყოფებოდა სახლში დედასა და ორ შვილთან ერთად. 2017 წლის 2 აგვისტოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული იქნა განჩინება აღკვეთი ღონისძიების სახით გიორგი ონიანის მიმართ დაპატიმრების გამოყენების თაობაზე.
2017 წლის 4 აგვისტოს, 23:30 საათზე, გიორგი ონიანი დაკავებული იქნა საკუთარი კორპუსის წინ მაღაზიასთან. 2016 წლის 6 აგვისტოს რუსთავის საქალაქო სასამართლომ გიორგი ონიანი დატოვა პატიმრობაში. ჩვენ მოვიპოვეთ მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ გიორგი ონიანი რეალურად სხვა ტელეფონის ნომერს ფლობდა და არა იმ ნომერს, რომელზეც 2 აგვისტოს ბრალდების მხარე უკავშირდებოდა; მტკიცებულება იმისა, რომ გიორგი ონიანი 2 აგვისტოს დილიდან საღამომდე სახლში იმყოფებოდა. ტელეფონის ანძების ამონაწერით.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინება გასაჩივრებული იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში, რომელმაც 2017 წლის 9 აგვისტოს განჩინება დაუშვებლად ცნო და მიუთითა, რომ, არაფერია თუ გიორგი ონიანს საგამოძიებო ორგანოები სხვა ტელეფონზე უკავშირდებოდნენ; არაფერია, რომ გიორგი ონიანთან სახლში პოლიციის თანამშრომლები სხვა მისამართზე მიდიოდნენ, გიორგი ონიანმა დაარღვია შემაკავებელი ორდერიო. აღსანიშნავია რომ გიორგი ონიანი წარდგენილ ბრალდებაში თავს არ ცნობს დამნაშავედ და ის საკითხი დაარღვია თუ არა გიორგი ონიანმა შემაკავებელი ორდერი სასამართლოს არსებითი განხილვის საგანია. თბილისის სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა უშუალოდ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეფარდებისას რამდენად იყო დაცული საპროცესო კანონმდებლობა, მაგრამ თბილისის სააპელაციო სასამართლომ ფაქტიურად საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება გამოიტანა და დაადგინა, რომ გიორგი ონიანმა დაარღვია შემაკავებელი ორდენი უბრალოდ სასჯელის სახე არ განუსაზღვრავს, ეს კი საგანგაშოა, ვინაიდან შესაძლებელია ამ ფაქტმა მასობრივი ხასიათი მიიღოს საქართველოს მასშტაბით“, – წერს ლადო სადღობელაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები