ლარსის გამშვებ პუნქტზე ერთი ადამიანი გარდაიცვალა

0

ლარსის გამშვებ პუნქტზე ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ის რუსეთიდან საქართველოში გადმოდიოდა, სასაზღვრო – გამშვებ პუნქტზე გრძელ რიგში შეუძლოდ გახდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ბოლო ორი დღეა, ლარსის გამშვებ პუნქტზე მოქალაქეების გადაადგილება გართულებულია. პრობლემები გამშვები პუნქტის რუსულ ნაწილში შეიქმნა, რის გამოც კილომეტრიანი რიგები წარმოიქმნა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადა ყაზბეგის გამშვებ პუნქტთან 24 საათის განმავლობაში მორიგეობს.

კომენტარები

კომენტარი