მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მოტოციკლის მძღოლი გარდაიცვალა

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მოტოციკლის მძღოლი გარდაიცვალა.
როგორც რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, გარდაცვლილს კლინიკაში შეყვანისას გული ფაქტობრივად გაჩერებული ჰქონდა. მათივე თქმით, ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება ჩაუტარდა, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, რამდენიმე საათის წინ, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მინივენი და მოტოციკლი შეეჯახნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები