ვაშლიჯვარში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, არიან დაშავებულები

ვაშლიჯვარში ავარიის შედეგად 8 მანქანა დაზიანდა. თვითმხილველების ინფორმაციით, გზაზე მიმავალი სატვირთო ავტომობილი 7 მსუბუქ მანქანას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად, მოქალაქეებმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.
პირველადი ინფორმაციით, ავარია, სატვირთო მანქანის გაუმართაობამ გამოიწვია.
შსს-მ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები