გორის გამგეობა: შავშვები-ახალსოფლის მონაკვეთზე ხანძარი ლოკალიზებულია

„გორის მუნიციპალიტეტში, შავშვები-ახალსოფლის მონაკვეთზე ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და ხანძრის სხვა ტერიტორიებზე გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს“, – ამის შესახებ განცხადებას გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რამოდენიმე ბრიგადა ცეცხლის ჩაქრობას დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ცდილობდა.

ადგილზე გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე გელა კაპანაძე და გამგეობის თანამშრომლები იმყოფებოდნენ, რომლებიც მაშველებთან ერთად ხანძრის ლოკალიზებაში უშუალოდ მონაწილეობდნენ.

ხანძრის შედეგად დაახლოებით 20 ჰა სახნავ-სათესი მიწის ფართობია დამწვარი. ხანძრის გამოწვევის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები