მიხეილ გიორგაძე: სამინისტრო კვართის ტრანსპორტირებაზე თანხმობას საპატრიარქოს გადაწყვეტილების შემდეგ გასცემს

კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ღვთისმშობლის კვართის ზუგდიდიდან შესაძლო გადატანის საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველოს კულტურის სამინისტრო განიხილავს, არის თუ არა მიზანშეწონილი მისი მუზეუმიდან გამობრძანება და ტრანსპორტირება.
როგორც გიორგაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საპატრიარქოსთან არსებობს შეთანხმება, რომ სამინისტრო ტრანსპორტირებაზე თანხმობას საპატრიარქოს გადაწყვეტილების შემდეგ გასცემს.
“მხოლოდ საპატრიარქოს პრეროგატივაა, ამ საკითხში გარკვევა და გადაწყვეტილების მიღება”,-აღნიშნა მიხეილ გიორგაძემ.
შეგახსენებთ, რომ ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის სინოდისადმი მიმართვა ზუგდიდში გუშინ განიხილეს. მიმართვაში ნათქვამია, რომ ღვთისმშობლის კვართი მარიამობას ერთი დღით ხობში გადაიტანონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები