„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, რუსთავის წყალი და მცხეთის წყალი სემეკის მიერ მიღებულ ახალ სატარიფო მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით მოსაზრებას გამოთქვამენ

Gwp-ის, RWC-სა და MWC-ს მთავარი იურისტის, ჯაბა მამულაშვილის განცხადებით, ახალი სატარიფო მეთოდოლოგია კომისიისა და კომპანიების ერთობლივი მუშაობის შედეგი და წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა პარალელურად აუცილებელია, კომისიამ შეიმუშაოს მკაფიო ინსტრუქცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხარჯებს გაითვალისწინებს კომისია ტარიფის დადგენისას, მხოლოდ ეს უზრუნველყოფს გამჭვირვალობას.
„ჩვენი რეკომენდაციით, სატარიფო განაცხადის წარდგენის ვადა უნდა გადასწიოს იმ დროისთვის, როცა სემეკს უკვე შემუშავებული ექნება შესაბამისი ინსტრუქცია. ეს აუცილებელია კომპანიების საქმიანობის სწორად დასაგეგმად”, – აცხადებს ჯაბა მამულაშვილი.
კომპანიების ხელმძღვანელები ასევე მიიჩნევენ, რომ სასურველია, მეთოდოლოგია არ იძლეოდეს ტარიფის განსაზღვრისას ორმაგი ინტერპრეტირების საშუალებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები