მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს მინივენი და მოტოციკლი შეეჯახნენ. არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მოტოციკლისტმა დაზიანებები მიიღო. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც შსს-ში აცხადებენ, ფაქტზე საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით. ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები