სოფელ შავშვებთან, სახნავ-სათეს მიწის ფართობზე, ხანძარია

შიდა ქართლში, სოფელ შავშვებთან რამდენიმე ჰექტარ სახნავ-სათეს მიწის ფართობზე ხანძარია. როგორც „კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული.
როგორც სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, ხანძრის სხვა ტერიტორიაზე გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები