„ლარსის სასაზღვრო – გამტარი პუნქტი შეუფერხებლად მუშაობს, რუსეთის მხარეს გადასვლის მსურველ მოქალაქეთა რიგი არ შეინიშნება“

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის თეა პერტაიას ცნობით, საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე, ლარსის სასაზღვრო- გამტარი პუნქტი ამ დროისთვის და, ზოგადად, შეუფერხებლად მუშაობს, რუსეთის მხარეს გადასვლის მსურველ მოქალაქეთა რიგი არ შეინიშნება.
როგორც პერტაია ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, მრავალსაათიანი ცოცხალი რიგები რუსეთის ფედერაციის მხრიდან, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთამდეა.
“საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე, ლარსის სასაზღვრო – გამტარი პუნქტი ამ დროისთვის და, ზოგადად, შეუფერხებლად მუშაობს და რუსეთის მხარეს გადასვლის მსურველ მოქალაქეთა რიგი არ შეინიშნება.
მრავალსაათიანი ცოცხალი რიგები რუსეთის ფედერაციის მხრიდან, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთამდეა. საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე – სასაზღვრო ზოლში რაიმე შეფერხებას ადგილი არ აქვს, უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად არის დაცული.
როგორც საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ასევე, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები მობილიზებული არიან, რათა საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთისას, ადგილზე, დროულად აღმოუჩინონ შესაბამისი დახმარება“, -წერს თეა პერტაია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები