ავღანეთში დაღუპულ მდინარი ბებიაშვილს დღეს დაკრძალავენ

ავღანეთში თავდასხმისას დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი ზესტაფონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში გადაასვენეს.

სამოქალაქო პანაშვიდი 15:00 საათამდე გაგრძელდება, ამის შემდეგ კი 26 წლის სამხედროს ცხედარს მშობლიურ სოფელ მარტოთუბანში, საგვარეულო საფლავზე სამხედრო წესით დაკრძალავენ.

დაკრძალვას თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები დაესწრებიან.

შეგახსენებთ, რომ ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას განხორციელებული თავდასხმისას, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის უმცროსი სერჟანტი, 25 წლის მდინარი ბებიაშვილი გარდაიცვალა.

მომხდარი თავდასხმისას ასევე, დაშავდა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამი სამხედრო მოსამსახურე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები