ვაკის რაიონის მრავალბინიან კორპუსებში სარეაბილიტაციო სამუშაოები 101 მისამართზე მიმდინარეობს

0

ვაკის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის განხორციელებას განაგრძობს. ამ დროისთვის, მრავალბინიან კორპუსებში სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოები 101 მისამართზე მიმდინარეობს.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოებია, ამხანაგობების თავმჯდომარეების განცხადებების საფუძველზე და ვაკის გამგეობის თანადაფინანსებით, სართულშუა ნაპრალების, ლიფტების, საერთო სარგებლობის კიბეების, კარის, ბრტყელი და ქანობიანი სახურავების, შიდა წყალ-კანალიზაციის რეაბილიტაცია ხორციელდება.

გარდა ამისა, მიმდინარეობს სენსორული განათების დამონტაჟება და წყალსაწრეტი მილების გამოცვლა. მიმდინარე სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოებზე გამგეობის მიერ 915 553 ლარია გამოყოფილი.

კომენტარები

კომენტარი