თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პრობლემა აღმოფხვრილია

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა პროგრამული რეგისტრაცია აღდგა.
როგორც „ტავ-ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერის მოადგილემ, თეა ზაქარიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, მიმდინარე რეისები პროგრამულად სრულდება, პრობლემა კი საბოლოოდ მაქსიმუმ ერთ საათში აღმოიფხვრება.
მისივე თქმით, შეფერხების შესახებ შეტყობინება წუხელვე ეცნობა სარეგისტრაციო სისტემის წარმომადგენელ კომპანიას მონრეალში.
როგორც თეა ზაქარიძემ აღნიშნა, თბილისის აეროპორტში პრობლემა სრულად 12:00 საათისთვის ამოიწურება.
“მინდა ყველას მოვუწოდო სიმშვიდისკენ. გუშინ მგზავრთა სარეგისტრაციო სისტემა “სიტას” თბილისის ხაზს შეექმნა პრობლემა. პრობლემის წარმოქმნისთანავე ჩვენ დავუკავშირდით “სიტას” კანადის ოფისს და დავიწყეთ პრობლემის აღმოფხვრა. პრობლემა ჩვენგან დამოუკიდებლად შეიქმნა და ვწუხვართ ამის გამო. ნაწილ ავიაკომპანიებს სისტემა ჩვეულებრივ მიეწოდებოდა, ნაწილთან პრობლემა იყო შემომავალ ხაზზე. წუხელ უპრობლემოდ მუშაობდა “აეროფლოტი”, “პეგასუსი” და ა.შ. მინდა განვმარტო, რომ ეს არ ყოფილა ჩვენი აეროპორტის პრობლემა”,- აცხადებს თეა ზაქარიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები