ზურაბ ქადაგიძე იტალიის სხვადასხვა ქალაქების თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, ზურაბ ქადაგიძემ იტალიის ქალაქში ასიზი, ორგანიზაციის ,,რაინდები მშვიდობისთვის“ ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიწვეული სტუმრის სტატუსით მიიღო მონაწილეობა. კონფერენციას  სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკური, ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, საკრებულოს დეპუტატმა  შეხვედრები  იტალიის სხვადასხვა ქალაქების თვითმმართველობების წარმომადგენლებთან გამართა და  ამასთან, ადგილობრივი ინფრასტრუქტურის,  გარემოსდაცვით და ქალაქის განვითარების სტრატეგიებს დეტალურად გაეცნო.

შეხვედრებზე, მხარეებმა  ადგილობრივი წარმოების შესახებ ისაუბრეს და  ბიზნესის ხელშეწყობის გეგმების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები