თბილისის აეროპორტი შეფერხებით მუშაობს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, ელექტრონული სარეგისტრაციო პროგრამის გათიშვის გამო, შეფერხებით მუშაობს. პროგრამული ხარვეზის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ღამის განმავლობაში, 22-დან 8 ავიარეისი დაგვიანებით შესრულდა. კერძოდ – ათენის, ანტალიის, ვარშავის, კიევის, დუბაის, შარჟასა და სტამბოლის მიმართულების ორი რეისი.
როგორც აეროპორტში აცხადებენ, აეროპორტში ახალი ტერმინალის გახსნასთან დაკავშირებით მიმდინარეობს პროგრამების გადაწყობა და ხარვეზი ნაწილობრივ ამით იყო გამოწვეული.
უცნობია, როდის აღმოიფხვრება ელექტრონულ სისტემაში არსებული ხარვეზი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები