ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში შეხვედრა იმართება

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში რამდენიმე წუთის წინ სიწმინდეების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე მეუფე ვახტანგი მივიდა, რომელიც მეუფე გერასიმესთან შეხვედრას მართავს.

ამ დროისთვის ეპარქიასთან მრევლია შეკრებილი.

შეხვედრაზე საუბარი ღვთისმშობლის კვართის ზუგდიდიდან შესაძლო გადაბრძანების საკითხს შეეხება. შეგახსენებთ, რომ მრევლი კატეგორიულად მოითხოვს, რომ წმინდა სამოსელი ზუგდიდიდან არც ერთი დღით არ გადააბრძანონ. ამჟამად ღვთისმშობლის კვართი დადიანების ისტორიული სასახლის საცავშია დასვენებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები