„რაკია ჯორჯია“ ბრიტანეთის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ორიგინალ დოკუმენტს აქვეყნებს

კომპანია „რაკია ჯორჯია“ გელა მიქაძის განცხადებებს პასუხობს და ბრიტანეთის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ორიგინალ დოკუმენტს აქვეყნებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დოკუმენტით ცალსახად მტკიცდება, რომ რომ გელა მიქაძემ საქმე წააგო და მასთან დაკავშირებული 42,561,555 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 3 შპს-ს აქტივები დაყადაღდა.

„გელა მიქაძის უსაფუძვლო განცხადებების გამო „რაკია“ ავრცელებს ბრიტანეთის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილების ორიგინალ დოკუმენტს, რომელიც საჯაროა ყველა დაინტერესებული პირისთვის და მისი გაცნობისას ცალსახა, რომ გელა მიქაძემ საქმე წააგო და მასთან დაკავშირებული 42,561,555 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 3 შპს-ს აქტივები დაყადაღდა. ინფორმაცია გამოქვეყნებულია ბრიტანულ-ირლანდიური სამართლებრივი ინფორმაციის ინსტიტუტის ოფიციალურ გვერდზე, სადაც ქვეყნდება ყველა ამ სახის დოკუმენტი.
ასევე ვადასტურებთ, რომ „რაკია ჯორჯიას“ ნამდვილად დაეკისრა თანხის გადახდა, თუმცა იგი მოიცავს მხოლოდ სასამართლო ხარჯების გარკვეულ ნაწილს.
აღსანიშნავია, რომ გელა მიქაძე შესაძლოა, ცდილობს შეიყვანოს საზოგადოება შეცდომაში, რადგან ლონდონის სასამართლოს აზრით, საკმაოდ საეჭვოა მისი კავშირი იმ კომპანიებთან, რომლებიც მის ქონებრივ დეკლარაციაში არ არის ასახული, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტის დეპუტატს შესაძლოა, ჰქონდეს არა დეკლარირებული, საგადასახადო ინსტიტუტებისგან დამალული ქონება.
“რაკია” კვლავაც გააგრძელებს სამართლებრივ ბრძოლას დიდი ბრიტანეთის, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების სასამართლოებში“, – ნათქვამია განცხადებაში.

სასამართლოს გადაწყვეტილების ლინკი: http://www.bailii.org/cgi-bin/format.cgi?doc=%2Few%2Fcases%2FEWCA%2FCiv%2F2017%2F1014.html&query=(khaimah)

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები