არჩილ თალაკვაძე: თბილისში პარკირების მენეჯმენტი კახა კალაძის ერთ-ერთი წარმატებული პროექტი იქნება

კახა კალაძეს შეუძლია პრობლემები აქციოს პროექტებად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისივე თქმით, თბილისში პარკირების მენეჯმენტი კახა კალაძის ერთ-ერთი წარმატებული პროექტი იქნება, ”თბილისში პარკირების მენეჯმენტი კახა კალაძის ერთ-ერთი წარმატებული პროექტი იქნება.
კახა კალაძის ხედვა, რომ პარკირების გადასახადები მიმართოს პარკირების ინფრასტრუქტურაში, ტროტუარები გამოთავისუფლდეს, მოსახლეობას შესთავაზოს კომფორტული და ხელმისაწვდომი ალტერნატივები საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახით, ასევე, ურბანული განვითარების კონცეფცია გვიჩვენებს, რომ კალაძეს აქვს ქალაქის პრობლემების გადაჭრის გეგმა; მას შეუძლია, პრობლემები აქციოს პროექტებად.
კალაძე პირდაპირ, უბრალოდ და გასაგებად ესაუბრება ხალხს ხელისუფლებაში ყოფნის 5 წლის შემდეგაც – ეს მომავალი მერისთვის ძალიან მნივნელოვანი უპირატესობაა”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე აცხადებს, რომ თბილისში პარკინგის პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზაა, რომ მისი მენეჯმენტი ადგილობრივმა ხელისუფლებამ განახორციელოს.
ამის შესახებ კახა კალაძემ საკუთარ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ის განცხადებები, რომელსაც მისი კონკურენტები აკეთებენ, პოპულისტურია და ამით პრობლემა ვერ გადაწყდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები