წყალმომარაგების სისტემის სრული განახლება ამჟამად 40 ქუჩაზე მიმდინარეობს

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წყალმომარაგების ქსელის გამართულად და სტაბილურად ფუნქციონირების მიზნით ბოლო ორი წლის განმავლობაში უპრეცედენტო მასშტაბის სარეაბილიტაციო პროექტებს ახორციელებს. კომპანიის მართვაში არსებული ქსელის უმეტესი ნაწილი შეცვლა-განახლებას საჭიროებს. სწორედ ამიტომ, ქსელის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის   და წყალმომარაგების სტაბილურობისთვის კომპანიამ  2016 წელს 44.3 მილიონი ლარი დახარჯა, ხოლო 2017 წელს   81.3 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს.

კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში მოძველებული, ამორტიზებული მილები ინტენსიურად ახლით იცვლება. ასევე, წყალმომარაგების ქსელზე თანამედროვე ინფრასტრუქტურული ელემენტები მონტაჟდება – ევროპული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და წნევის რეგულატორები, რაც შემდგომში სისტემის გამართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.

2017 წელს დაგეგმილი პროექტების ფარგლებში  უკვე 104 ქუჩაზე ჩატარდა ქსელის სრული რეაბილიტაცია. ამ მომენტში 40 ქუჩაზე აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები. აღსანიშნავია, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად კომპანია წყალმომარაგების ქსელზე ტექნიკურ – აღდგენით სამუშაოებსაც აწარმოებს.

სარეაბილიტაციო პროექტების უმოკლეს დროში განხორციელებისთვის კომპანიამ მნიშვნელოვნად  გაზარდა ტექნიკური ჯგუფების რაოდენობა,  ასევე, შეისყიდა წამყვანი ქვეყნების მიერ წარმოებული უახლესი სპეცტექნიკა. ჩატარებული პროექტებისა და სამუშაოების შედეგად საგრძნობლად შემცირდა, როგორც დაზიანებების რაოდენობა, ასევე ტექნიკურ სამუშაოებთან დაკავშირებული წყალმომარაგების შეზღუდვის არეალი.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი  ყოველთვის ზრუნავს საკუთარ მომხმარებელზე. აქედან გამომდინარე, კომპანია მაქსიმალურად ცდილობს წყალმომარაგების ქსელზე ნებისმიერი სარეაბილიტაციო და ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოები უმოკლეს დროში შეასრულოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები