ზაზა გაბუნია: გუშინდელი ხანძრისას ქართველმა მაშველებმა მსოფლიო პრეცედენტი შექმნეს

უმრავლესობის დეპუტატი ზაზა გაბუნია, გუშინ ღამით მთაწმინდაზე გაჩენილ ხანძარს ეხმაურება და აცხადებს, რომ ურთულესი წინაპირობების გათვალისწინებით ქართველმა მაშველებმა სტიქიის დაძლევის ახალი მსოფლიო პრეცედენტი შექმნეს.
“ხანძარი მძვინვარებდა საკმაოდ დიდი და რთული რელიეფის ფართობზე, თან ღამით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მადლობა ღმერთს, მისი ლოკალიზება სწრაფად და ეფექტურად მოხდა. შესაბამისმა სამსახურებმა მოახდინეს პროცესის კარგად მართვა და მაშველებმა აჩვენეს უდიდესი პროფესიონალიზმი და წარმოუდგენელი გმირობა. ვფიქრობ, გუშინდელი სამაშველო ღონისძიებით, ურთულესი წინაპირობების გათვალისწინებით, ქართველმა მაშველებმა შექმნეს მსოფლიო პრეცედენტი და ყველას აჩვენეს თავდადების და პროფესიონალიზმის ძლიერი მაგალითი “, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები