ნინოწმინდასა და ყაზბეგში არადეკლარირებული ოქრო აღმოაჩინეს

საბაჟო-გამშვებ პუნქტებში: ,,ნინოწმინდა” და „ყაზბეგი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა 317.39 გრამი ოქროს არადეკლარირებული ნაკეთობები აღმოაჩინეს.
232.13 გრამი არადეკლარირებული საქონელი სომხეთიდან შემომავალი საქართველოს მოქალაქის, მ.ს-ს ბარგის დათვალიერებისას გამოვლინდა. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 14,070.40 ლარი შეადგინა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ პირს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 14,070.40 ლარის ოდენობით შეეფარდა. ხოლო 8 აგვისტოს, არადეკლარირებული საქონელი, 85.26 გრამი ოქროს ნივთები, სგპ ყაზბეგში, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, შ.ტ-ს ხელბარგში აღმოაჩინეს.
საქონლის საბაჟო ღირებულებამ 4063.34 ლარი შეადგინა. მოქალაქეს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, სანქციის სახით, შეეფარდა ფულადი ჯარიმა 4063.34 ლარის ოდენობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები