„ ნაცების“ ტვინში ჩამახედა, ადგილზე მოსულნი იყვნენ ერთი იმედით, რომ ხანძარს მეხანძრეები ვერ მოერეოდნენ“

„ ნაცების“ ტვინში ჩამახედა, ადგილზე მოსულნი იყვნენ აშკარად ერთი იმედით, რომ ხანძარს მეხანძრეები ვერ მოერეოდნენ და დროულად ვერ ჩააქრობდნენ“, – ამის შესახებ დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე მთაწმინდის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის თაობაზე წერს.

ნაცების“ ტვინში ჩამახედა, ადგილზე მოსულნი იყვნენ აშკარად ერთი იმედით, რომ ხანძარს მეხანძრეები ვერ მოერეოდნენ და ვერ ჩააქრობდნენ დროულად… როცა, საბედნიეროდ, მეხანძრეებმა, ურთულეს პირობების მიუხედავად, შეძლეს და დროულად მოახერხეს მთავარი კერების ჩაქრობა, ვეღარც მალავდნენ უკმაყოფილებას და მაინც აწვებოდნენ მომზადებულ ტექსტს: “დროულად არ გამოიყვანეს მეხანძრეები, ვერტმფრენი არ იყოო” და ასე შემდეგ … თუმცა, ყოველი შემთხვევისთვის, უბნის ბავშვებთან სელფების გადაღებას არ ივიწყებდნენ…. ბოლოს გაღიზიანებული სახით ადგილი დატოვეს უდუმაშვილმა და მისმა ხელქვეითმა რურუამ …. ტრაგედიის აცილებამ ვერ გაახარა, ეტყობა!“, -აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

თბილისში, მთაწმინდა-კრწანისის რაიონში, მთაწმინდის ფერდობზე, ტყის მასივს ცეცხლი გუშინ გაუჩნდა. ხანძრის ქრობის პროცესში 70-მდე მეხანძრე-მაშველი და 11 სახანძრო-სამაშველო ტექნიკა ჩაერთო.

ხანძრის შედეგად ორ ჰექტრამდე ტყის მასივი დაიწვა. ხანძართან დაკავშირებით, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველომ გამოძიება სსკ-ს 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები