სოფელ სარგვეშში 67 წლის მამაკაცს ეძებენ

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ სარგვეშში 67 წლის მამაკაცს ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, რამაზ კურტანიძე სახლიდან 4 აგვისტოს დილით გავიდა და აღარ დაბრუნებულა.

ოჯახის წევრების თქმით, მამაკაცს ჯანმრთელობისა და მახსოვრობის პრობლემა ჰქონდა.

სამძებრო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხარაგაულის განყოფილება და სოფლის მოსახლეობაა ჩართული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები