შსს – ხანძრის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე აღარ არსებობს

შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თეა პერტაია მთაწმინდაზე გაჩენილი ხანძრის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელით ავრცელებს: „მთაწმინდაზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზაციის მიზნით ადგილზე მობილიზებულია 70-მდე მეხანძრე-მაშველი, ასევე, საკმარისი რაოდენობით წყლის ცისტერნა. რთული რელიეფური მდებარეობის გამო, სახანძრო-სამაშველო ტექნიკის გადაადგილება გართულებულია. თუმცა, მეხანძრე-მაშველების ეფექტური მუშაობის შედეგად, ხანძრის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე აღარ არსებობს. დასახლებულ პუნქტებს საფრთხე არ ემუქრება“, – წერს თეა პერტაია. .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები