მთაწმინდაზე ძლიერ ხანძარს 40-მდე მეხანძრე ებრძვის – ცეცხლის არეალი ფართოვდება (ვიდეო)
მთაწმინდაზე ხანძარს 7 სახანძრო ეკიპაჟი და 40 მდე მაშველ-მეხანძრე ებრძვის. ცნობილია, რომ ცეცხლი მამა დავითის ტაძრის ქვედა ტერიტორიაზე წიწვოვან ხეებს უკიდია.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან აცნობეს, რთული რელიეფური პირობებიდან გამომდინარე, მეხანძრეებს შემთხვევის ადგილზე მიახლოება გაუჭირდათ.
“ამ წუთებში სახანძრო სამსახურები მთაწმინდაზე, ვერის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან. ყველანაირად ვცდილობთ, არ დავუშვათ ხანძრის არეალის გაზრდა, შემთხვევის ადგილზე 40-მდე მეხანძრე მუშაობს, საჭიროების შემთხვევაში დაემატება ძალები”-განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.
ამ დროისთვის უცნობია, თუ რა ფართობზეა გავრცელებული ცეცხლი, თუმცა, როგორც ადგილობრივბი მოსახლეობა აცხადებს, ცეცხლის არეალი ფართოვდება.