თბილისში, მთაწმინდაზე ძლიერი ხანძარია

რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხანძარი მთაწმინდის რაიონში, სავარაუდოდ მამა დავითის ეკლესიის ქვედა ტერიტორიაზე გაჩნდა. ძლიერი ცეცხლი დედაქალაქის სხვადასხვა რაიონებიდან ჩანს. „კვირა“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დაუკავშირდა. უწყების ცნობით, შემთხვევის ადგილზე გასულია 6 სახანძრო ბრიგადა. ამ დროისთვის ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია. „კვირა“ დეტალების გადამოწმებას ცდილობს.



კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები