სამების საკათედრო ტაძარში 2008 წლის ომში დაღუპულ მეომართა ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე და უწყების თანამშრომლები, „საერთაშორისო დემოკრატიული განვითარების ცენტრის” მიწვევით, სამების საკათედრო ტაძარში 2008 წლის ომში დაღუპულ მეომართა ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრნენ.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული შეხვედრები ტრადიციულია და უკვე მეექვსედ იმართება. საღამოს ორგანიზატორთა მოწვევით ხელოვნების, სპორტისა და მეცნიერების თვალსაჩინო წარმომადგენლები, ასევე ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები და მეგობრები დაესწრნენ.
სტუმრებმა და მასპინძლებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს 2008 წლის ომში დაღუპულები და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები