ლაგოდეხში საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სოფელ კართუბნის საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტს, რომლის ფარგლებშიც შენობის შიდა და გარე რემონტი, სახურავის გამოცვლა და ეზოს კეთილმოწყობა მოხდება, ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია „როიალ ბილდინგ ჯორჯია” ასრულებს.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, სარეკონსტრუქციო სამუშაოები სოფელ მშვიდობიანის საბავშვო ბაღშიც მიმდინარეობს, სადაც ათეულობით წელია შენობა დაზიანებულია და იქ სტიქიის შედეგად დაზარალებული მამუკელაშვილების ოჯახი ცხოვრობდა.
გამგებლის, კახა ჯამბურიას თქმით, ოჯახს მუნიციპალიტეტი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაში დაეხმარება, მანამდე სამსულიანი ოჯახი დროებით საცხოვრებელ სახლში გადავიდა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, კახა ჯამბურიამ აღნიშნული სამშენებლო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 2017 წელს 5 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები