დავით სერგეენკო: რიგ მედიკამენტზე ფასებმა მოიმატა, რიგ მედიკამენტზე – დაიკლო

წლის განმავლობაში რაიმე მკვეთრად გამოკვეთილი ტენდენცია მედიკამენტების გაძვირებისა არ ყოფილა, – ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
მისი თქმით, რიგ მედიკამენტზე ფასებმა მოიმატა, რიგ მედიკამენტზე – დაიკლო.
„პროექტი, რომელიც დაიწყო ივლისის დასაწყისში და რომლითაც ჩვენ 700 000-ზე მეტ ადამიანს უზრუნველვყოფთ ძირითადი ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით, შეუფერხებლად მიმდინარეობს და ვფიქრობ, რომ ეს იქნება უდიდესი შვება და უდიდესი გარღვევა ჯანდაცვის გამოწვევების მოსაგვარებლად“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები