ყარაფილა-ხურვალეთის მონაკვეთზე რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა

ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, ყარაფილა-ხურვალეთის მონაკვეთზე, რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. სოფელ ყარაფილას გადასახვევთან, საიდანაც 400 მეტრში, ეგრეთ წოდებული, საოკუპაციო ხაზი გადის, ცოცხალი ჯაჭვი გაავლეს. ჯაჭვი აქციის მონაწილეებმა ყარაფილას გადასახვევთან გირისკენ მიმავალ ავტობანზე შეკრეს.
დღევანდელი აქცია აგვისტოს ომის დაწყებიდან 9 წლისთავს მიეძღვნა. აქციის მონაწილეებმა აგვისტოს ომის დროს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები