ლევან იზორია: აგვისტოს ომის გამოძიების საკითხზე ჰააგის სასამართლოსთან ჩვენ მაქსიმალურად ვთანამშრომლობთ

2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების საკითხზე ჰააგის სასამართლოსთან ჩვენ მაქსიმალურად ვთანამშრომლობთ, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
”ჩვენ მაქსიმალურად ვთანამშრომლობთ, იქნება ეს ინფორმაციის მიწოდება თუ სხვა სახის თანამშრომლობა, რათა ობიექტური ჭეშმარიტება დადგინდეს”, – განუცხადა ჟურნალისტებს ლევან იზორიამ.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 9 წელი შესრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები