ლევან იზორია: ჩვენი და მომავალი თაობების ვალია, ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის

„ჩვენი და მომავალი თაობების ვალია, ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის“, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა.
ის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა.
„ქედს ვიხრი ყველა ქართველი ჯარისკაცის წინაშე, რომელმაც უთანასწორო ომში გვიჩვენა, თუ როგორ უნდა ეროვნული ღირსების დაცვა, გვიჩვენა გმირობა, თუ როგორ უნდა გაწირო სიცოცხლე საკუთარი ქვეყნისთვის, მათ სახელებს საქართველო არასდროს დაივიწყებს. ჩვენი და მომავალი თაობების ვალია, ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის, მისი სტაბილური და მშვიდობიანი განვითარებისთვის, ანუ იმ მიზნისთვის, რასაც ჩვენი გმირები შეეწირნენ”,- აღნიშნა იზორიამ.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 9 წელი შესრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები