კახა კალაძე: მოვა დრო, როცა საქართველო აუცილებლად იქნება ისევ ერთიანი

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე 2008 წლის 8 აგვისტოს მოვლენებს ეხმაურება.
შესაბამის პოსტს ის სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„ძალიან კარგად მახსოვს ის საშინელება რაც ხდებოდა, როცა პირველად დავკარგეთ ჩვენი ტერიტორიები, ის სისხლიანი, ცრემლიანი, ბნელი და მშიერი წლები. მახსოვს უცხოეთში გაყოლილი მუდმივი სიმძიმის განცდა. მერე თითქოს ეჩვევი ტკივილს და ცდილობ გაუძლო, იმ იმედით, რომ ეს მეტი აღარ განმეორდება…
2008 წლის აგვისტოში ომი ისევ დაიწყო.
ჩვენ დავკარგეთ მებრძოლები.
ჩვენ დავკარგეთ მშვიდობიანი მოსახლეობა.
ჩვენ დავკარგეთ ჩვენი ტერიტორიები…
ვუსამძიმრებ საქართველოს,
ვუსამძიმრებ ყველას, ვისაც ეს ომი უშუალოდ შეეხო და უბედურება მოუტანა,
მარადიული ხსოვნა და პატივისცემა ჩვენს გმირებს!
მოვა დრო, როცა საქართველო აუცილებლად იქნება ისევ ერთიანი!
და ჩვენი ყველასი, – მავთულხლართებს აქეთ – იქით დარჩენილების საერთო სახლი“, – წერს კახა კალაძე.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 9 წელი შესრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები