გოგა ჩანადირი – რუსეთი ბოროტების იმპერიაა!

ფოტორეპორტიორი გოგა ჩანადირი  სოციალურ ქსელში აგვისტოს ომის მოვლენებს ეხმაურება და ფრანგ მეგობართან დიალოგს იხსენებს, რომელიც საქართველოს საოკუპაციო ზოლთან შედგა:

„ჩემმა ფრანგმა ნაცნობმა ჟიზელ პასკალიმ საოკუპაციო ზოლთან მისვლისას მავთულხლართს ხელი ჩამოჰკრა და თავი დანანებით გააქნია.
– თქვენ ძალიან არ გაგიმართლათ!
დავინახე, თვალები ძლიერად როგორ მოისრისა, სათვალე კეხზე დაიმაგრა და დაგრეხილ მავთულებს თვალი გააყოლა.
– ჰო! – დავეთანხმე თავის დაქნევით.
– რუსეთი ბოროტების იმპერიაა!
მან ამით ყველაფერი თქვა.
2008 წლის აგვიატოს ომი ბოროტების იმპერიის სახეა.
ამაზე ვდავობთ?
ვინც დავობს, უსირცხვილოა.
რუსეთი ოკუპანტია!
დიდება გმირებს!“, – წერს გოგა ჩანადირი ფეისბუქის პირად გვერდზე,

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები