„ჩვენი ვალია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ შესრულდეს ის, რისთვისაც ჩვენი გმირები იბრძოდნენ“ (ვიდეო)

„ჩვენი ვალია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ შესრულდეს ის, რისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი გმირები – ეს არის სამშობლოს, საქართველოს გაერთიანება“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარემ, დეპუტატებთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგო.
“9 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დაიწყო აგვისტოს ომი. ჩვენი ვალია, პირველ რიგში, პატივი მივაგოთ დაღუპულ გმირებს, გავიხსენოთ ისინი. ჩვენი ვალია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ შესრულდეს ის, რისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი გმირები – ეს არის სამშობლოს, საქართველოს გაერთიანება”, – განაცხადა კობახიძემ.


კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები