ლაგოდეხში ხანძარი ლოკალიზებულია

ლაგოდეხში ხანძრის ჩასაქრობად დამატებითი ტექნიკის მობილიზება გახდა საჭირო.
როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადებს ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.მათივე ი8ნფორმაციით არ არსებობს ასევე დასახლებულ ტერიტორიაზე ხანძრის გავრცელების საფრთხე.
“ეს იყო ძირითადად ბალახი რასაც ცეცხლი ეკიდა, მოხდა დამატებითი ჯგუფების მობილიზება, რათა თავიდან აგვეცილებინა ყველა შესაძლო გართულება ამ დროისთვის ადგილზე რჩება 100-მდე მაშველი ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.დასახლებულ პუნქტზე ხანძრის გადასვლის არანაირი საშიშროება არ არსებო9ბდა და არ არსებობს.”-განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.
დამწვარია 4 ჰექტარზე მეტი ფართობის ეკლიანი ბორცვი და ნახევარ ჰექტარზე მეტი ვენახი.
ადგილზე 8 რაიონის სახანძრო ბრიგადა აგრძელებს მუშაობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები