გიორგი კვირიკაშვილი ზაზა ფაჩულიას.-შენი წარმატება არის უდიდესი შთამაგონებელი ძალა საქართველოსთვის

მინდა კიდევ უფრო დიდი მადლობა გადაგიხადო იმ დამოკიდებულებისთვის, რომელსაც ყველანი ვგრძნობთ თითოეული შენი წარმატების შემდეგ, როდესაც შენ ყველა წარმატებას უძღვნი, პირველ რიგში, შენს სამშობლოს, საქართველოს, – ამ სიტყვებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანს ზაზა ფაჩულიას სპორტის სასახლეში მიმართა, სადაც ზაზა ფაჩულიამ ქართველ ქომაგებს NBA-ის საჩემპიონო თასი წარუდგინა.
პრემიერმა აღნიშნა,რომ დიდ წარმატებას წინ დიდი შრომა უძღოდა.გიორგი კვირიკაშვილმა ფაჩულიას წარმატებას ოცნების რეალობად ქცევა უწოდა.
„შენი წარმატება არის უდიდესი შთამაგონებელი ძალა საქართველოსთვის, განსაკუთრებით აი ამ ბავშვებისთვის, რომლებიც ამ დარბაზში არიან და, რომელთათვისაც პირადი მაგალითი, რომ ყველაზე დიდი, ყველაზე კონკურენტული ლიგის ჩემპიონობა ქართველისთვის შესაძლებელია, რეალობა გახდა.
რა თქმა უნდა, ამას წინ უძღოდა უდიდესი შრომა, ამას წინ უძღოდა მიზანმიმართულობა და მიზანსწრაფულობა და, რა თქმა უნდა, ამას ასევე წინ უძღოდა ჩვენ მიერ გატეხილი არაერთი ღამე, შენი წარმატების მოლოდინში. ამისთვის მინდა დიდი მადლობა გადაგიხადო და ყველას გვახსოვს 129-ით 120 – ის თამაში, რომლის შემდეგაც ქართული დროშა აფრიალდა „გოლდენ სტეიტ უორიორზის“ თავზე. დიდი მადლობა ამისთვის.
საქართველო არის ახალი წარმატებების მოლოდინში, წარმატებების ამერიკის ეროვნულ საკალათბურთო ლიგაში და რა თქმა უნდა, ეროვნული ნაკრების წარმატების მოლოდინში ევრობასკეტზე, სადაც ზაზა არის ღირსეული კაპიტანი და სადაც ყველანი დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენ კიდევ ერთ დიდ წარმატებას მივაღწევთ და მე მინდა, ჩვენს ბიჭებს, ჩვენს ნაკრებს დიდი წარმატება ვუსურვო ზაზასთან ერთად. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ უდიდესი სიხარულისთვის“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები