ზაზა ფაჩულია: სპორტსმენის ცოლობა არ არის იოლი

თიკა მინდა გითხრა, შენ ხარ ულამაზესი, უჭკვიანესი და გმირი ქალბატონი, გმირი ხარ, რომ 10 წელია მიძლებ, სპორტსმენის ცოლობა არ არის იოლი, – ასე მიმართა ზაზა ფაჩულიამ თავის მეუღლეს სპორტის სასახლეში NBA-ის საჩემპიონო თასის წარდგენის დროს სიტყვით გამოსვლისას.
ფაჩულიამ მეუღლეს და დედას სპორტის სასახლეში მიმდინარე ღონისძიებიდან მადლობა გადაუხადა .
„ის ვერ არის ჩემთან, მაგრამ ტელევიზორიდან ჩემს ორ ბიჭთან ერთად გვიყურებს. თიკა მინდა გითხრა, შენ ხარ ულამაზესი, უჭკვიანესი და გმირი ქალბატონი, გმირი ხარ, რომ სამი ულამაზესი შვილი მაჩუქე, მეოთხეს ველოდებით. გმირი ხარ, რომ 10 წელია მიძლებ, სპორტსმენის ცოლობა არ არის იოლი. ამ ყველფერს გაგებით ეკიდები, რომ ყოველ წელს რამდენიმე თვე მიწევს ნაკრებში ყოფნა და ერთმანეთს ვერ ვხედავთ და აანალიზებ რომ შენთვის, ჩემთვის და ჩვენი ქვეყნისთვის როგორი მთავარია ქვეყნის ნაკრები, ყველაფერს აკეთებ, რომ გავაკეთო ის, რაც ძალიან მიყვარს (ოჯახის შემდეგ) – ვითამაშო კალათბურთი“, – განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.
ფაჩულიამ მადლობა გადაუხადა ასევე დედას და აღნიშნა, რომ ვიდრე სამხარაძესთან მივიდოდა, სწორედ დედამ შეაყვარა კალათბურთი.
„სანამ ზურა სამხარაძესთან მივიდოდი, მე უკვე მიყვარდა კალათბურთი და ეს დედაჩემის დამსსხურება, მე მახსოვს უშუქობა, უწყლობა, ჩემმა ოჯახმა გააკეთა ყველაფერი, რომ მიმეღო განათლება, მევლო კალათბურთზეე და მიმეღწია იმისთვის, რასაც მივაღწიე, ამ ადამიანის დამსახურება ყველაფერი, რასაც მე მივაღწიე“, – განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები