მიხეილ გიორგაძე: ნარკოტიკის რეალიზატორების მიმართ უმკაცრესი ზომები უნდა გატარდეს

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის მოსაზრებით, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზატორების მიმართ უმკაცრესი ზომები უნდა გატარდეს.
კულტურის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს ნარკორეალიზაციასთან დაკავშირებით უმკაცრესი ღონისძიებების გატარების საჭიროებაზე ისაუბრა.
“როდესაც ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციაზე ვსაუბრობთ, ვფიქრობ, არ აქვს მნიშვნელობა, “gem fest”-ი იქნება თუ ნებისმიერი სხვა ღონისძიება ან უბრალოდ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ერთმნიშვნელოვნად რეალიზატორების მიმართ უმკაცრესი ზომები უნდა გატარდეს. ჩემი პირადი აზრია, რომ მაქსიმალურად გამკაცრდეს კანონმდებლობა”, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები