საქართველოს მთავრობამ, სააკაშვილის ადგილსამყოფელის დადგენის თხოვნით, პოლონეთის ხელისუფლებას მიმართა

საქართველოს მთავრობამ, მიხეილ სააკაშვილის ადგილსამყოფელის დადგენის თხოვნით, პოლონეთის ხელისუფლებას 4 აგვისტოს მიმართა, – ამის შესახებ პოლონეთის პროკურატურის სპიკერმა, ლუკაშ ლაპინსკიმ პოლონურ სააგენტო PAP-ს განუცხადა.
მისი თქმით, პროკურატურაში შესაბამისი თხოვნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან შევიდა. ლაპინსკის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას სურს, მიიღოს ინფორმაცია, ცხოვრობს თუ არა მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში.
პროკურატურის სპიკერის განმარტებით, პროკურორის ოფისი საზღვრის დაცვის სამსახურსა და პოლიციას მიმართავს და აღნიშნულ საკითხს ამ უწყებებთან ერთად გაარკვევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები