ტყიბული-ქუთაისის ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

ტყიბული-ქუთაისის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, სოფელ საწირის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, შეჯახების შედეგად, ერთი ადამიანი, 60 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.ერთ-ერთი არასრულწლოვანი კი მსუბუქი დაზიანებებით ტყიბულის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები