ლაგოდეხის ორი სოფლის ტერიტორიაზე ხანძარი მძვინვარებს – ადგილზე კახეთის გუბერნატორი ჩავიდა

ლაგოდეხის ორ სოფელში ხანძარი მძვინვარებს.
როგორც „კვირას“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გოდერძი ბარბაქაძემ განუცხადა, ხანძარი ცოდნისკარის თემის ორი სოფლის – თელასა და წიფლისწყაროს ტერიტორიაზეა მოდებული.
მისი თქმით, ხანძარი საკმაოდ მასშტაბურია, ცეცხლი ბუჩქნარს უკიდია. მის ჩაქრობას, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სამაშველო-სახანძრო სამსახურთან ერთად, კახეთის სხვა რეგიონების სახანძრო-სამაშველო სამსახურებიც ცდილობენ.
ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკაც შეჰყავთ.
ადგილზე ჩავიდა კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი.
საკრებულოს თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებში თბილისის სახანძრო სამსახურების ჩართვაც გახდეს საჭირო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები