დიღომში ხანძარია

დიღომში ხანძარია, – ამის შესახებ „კვირას“ თვითმხილველებმა აცნობეს.
„კვირა“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დაუკავშირდა. როგორც სააგენტოში აცხადებენ, ცეცხლი ბალახს და ძველ საბურავებს უკიდია.
ადგილზე 3 სახანძრო ბრიგადაა მობილიზებული.
სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ცეცხლის ობიექტებზე გავრცელების საშიშროება არ არსებობს.


კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები